ორგანიზაციის III კომპონენტი - სოციალურად დაუცველი ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესება

კომპონენტის მიზანი: სახელმწიფოს სოციალური პროგრამების ეფექტურობის ზრდა იმგვარადრომ მათ უკეთ უპასუხონ მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს.

კომპონენტი მუშაობის ძირითადი სფეროებია:

·        სოციალური სერვისების განვითარება

·        მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

·        საზოგადოების (ჩართული პირების) ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ მექანიზმების თაობაზე

1.    სოციალური სერვისების განვითარება

ორგანიზაცია მუშაობს სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში გურიის რეგიონში ორგანიზაციის ადმინისტრირების ქვეშ ფუნქციონირებს მცირე საოჯახო ტიპის სახლი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის და სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისთვის.  

მცირე საოჯახო სახლი ამოქმედდა 2008 წელს. მან ქვეყანაში შექმნა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების ერთ-ერთი პირველი ალტერნატიული სააღმზრდელო მომსახურება საქართველოში, რომელიც ზრუნავს 6-დან - 18 წლამდე ასაკის 8 აღსაზრდელზე. მომსახურების მიზანია ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვებირომელთა შენარჩუნება ბიოლოგიურ ოჯახებშ ან ზრუნვის უპირატეს ფორმაში - მინდობით აღზრდაში გადაყვანა ვერ ხერხდებასახლი აღსაზრდელებს უქმნის ოჯახურ გარემოს, სადაც ბავშვებს ექმნებათ აღზრდისემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, ასევე ხდება ოციალური (საყოფაცხოვრებოფუნქციურიდა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების დასწავლა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობათუმცა, 2018 წლის პირველ სექტემბერს სახლი დაიხურა, რადგან წლების განმავლობაში არ ხდებოდა სახლის კონტინგენტის შევსება, რის გამოც რთულდებოდა მომსახურების შენახვა და აღსაზრდელთა საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილება. ამასთანავე, ბოლო წლების ტენდენციით, სააღმზრდელო დაწესებულებაში ირიცხებოდა სხვადასხვა სირთულისა და გამოცდილების მქონე ბავშვები, რომელთა რეაბილიტაციაც ვერ ხერხდებოდა, ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების (ქცევის თერაპევტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი) არ არსებობის გამო.

სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისათვის ამოქმედდა 2011 წელს. აღნიშნულმა მომსახურებამაც ქვეყანაში შექმნა ხანდაზმულთა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების ალტერნატივა, რომელიც მომსახურებას უწევს 24 ხანდაზმულ პირს, (მამაკაცები 65 წლის ზემოთ, ქალები 60 წლის ზემოთ), რომელთა ბიოლოგიურ ოჯახებს არ სურთ ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ზრუნვა ან არიან მარტოხელები. სახლი შესაძლებელია მოემსახუროს ასევე ფიზიკური შეზღუდვით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმულ პირებს, შესაბამისად, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

მომსახურება ზრუნავს ხანდაზმულთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების/ღირსეული სიბერის უზრუნველყოფისთვის, რომლის პროცესშიც მაქსიმალურად ეწყობა ხელი მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, ასევე, საბაზისო საჭიროებების (კვებაჰიგიენატანისამოსისამედიცინო მომსახურება) დაკმაყოფილებას; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; ინტერესების, შესაძლებლობებისა და გამოცდილებების რეალიზებს და თემში ინტეგრაცია.

 

2.  კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

სოციალური კომპონენტის საქმიანობები და ღონისძიებები სრულად იყო მიმართული 18 წლამდე არასრულწლოვნების/მათი ოჯახების პრობლემური სფეროების იდენტიფიცირებისკენ, რათა შემდგომში მომხდარიყო აღნიშნული საკითხების კვლევებით დადასტურება და კვლევევის შედეგების ადვოკატირების გზით, ცვლილებების განხორციელება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებულ პროგრამებში.

კომპონენტი ფარგლებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა 5 კვლევა, რომელთა თემების საჭიროებას ადასტურებდა, სხვადასხვა გარემოება, როგორიცაა: მითითებულ თემის შესახებ კვლევის ჩატარების არ არსებობა, პრობლემის აქტუალობა,  პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. ზემოაღნიშნული კვლევების საკითხებს წარმოადგენდა:

Ø  აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა

კვლევის მიზანი გახლდათ  აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა და ამ პრაქტიკის ისეთი თავისებურებების დადგენა, როგორიცაა: შრომითი მიგრაციის ხანგრძლივობა, პერიოდულობა და მოტივაცია, შრომის პირობები, ეკონომიკური ეფექტი, გარემოს მიერ ასეთი პრაქტიკის მიმღებლობა და სხვ.

Ø  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მუშაობის ეფექტიანობის კვლევა

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგა­ნოს რეგიონული საბჭოების მუშაობის შეფასებაიმ გამოწვევების ანალიზირომლებიც აღნიშნული ინსტიტუტის მიერ მისი ფუნქციების ადეკვატური შესრულებიდან გამოდინარეა და იმ შესაძლებლობების იდენტიფიკაციარომლებიც რეგიონული საბჭოების მუშაობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

Ø  ,,ქ. ოზურგეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პროფილისა და სოციალური კეთილდღეობის ინდიკატორების კვლევა“

კვლევის მიზანი გახლდათ ქ. ოზურგეთის მოსახლეობის კეთილდღეობის მონიტორინგი, რაც გულისხმობდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პროფილისა და სოციალური კეთილდღეობის სხვადასხვა ინდიკატორთან დაკავშირებული მდგომარეობისა და დამოკიდებულებების შესწავლას.

Ø  ხანდაზმულთა დაწესებულებებში ბენეფიციართა განთავსების მიზეზების კვლევა

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებულ ხანდაზმულთა თავშესაფრებში ბენეფიციარების განთავსების მიზეზების გამოვლენა და იმის დადგენა, თუ როგორი გამოდილებისა და ბიოგრაფიის ადამიანები წარმოადგენენ თავშესაფრებში მოხვედრის რისკ-ჯგუფს.

Ø  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან (მცირე საოჯახო სახლი) გასული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა

კვლევის მიზანი ხლდათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში აღზრდილი ახალგაზრდების საჭიროებების დადგენა.

Ø  მინდობით აღზრდიდან გასული ახალგაზრდების სოციალიზაცია და საჭიროებების კვლევა

      კვლევის მიზანი გახლდათ სახელმწიფო ზრუნვიდან, კერძოდ, მინდობით აღზრდიდან გასული ახალგაზრდების სოციალიზაციის თავისებურებების შესწავლა.

Ø სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების კვლევა (გურიის რეგიონის მაგალითი)

      კვლევის მიზანი გახლდათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვების იმ ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების გამოვლენა, რომლებიც ცხოვრობენ გურიის რეგიონის (ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში).

Ø რეინტეგრაციაში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებების კვლევა

კვლევის მიზანი გახლდათ რეინტეგრაციის (სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების) პროგრამის ხარისხის შეფასება.

(აღნიშნული კვლევების ელ. ვერსიის ნახვა შესაძლებელია საიტზე)

 

განხორციელებული კვლევების შედეგები ასახავს სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს, დამკვიდრებულ სტერეოტირებსა და საზიანო პრაქტიკებს, რაც ზღუდავს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის მხარდაჭერას, ან ინტერესების განვითარებისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ყველა კვლევის შედეგები გაზიარებულია სამთავრობო სტურუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

თითოეული კვლევის შედეგების გაცნობისა და შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების მიზნით, ორგანიზაცია აწყობს პრეზენტაციებს, პერიოდულად მართავს საჯარო/სატელევიზიო დისკუსიებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე, ოფიციალურ შეხვედრებს სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განხორციელებული კვლევების შედეგების ადვოკატირების საფუძველზე ორგანიზაციის მიერ შემუშავდა 150–მდე  რეკომენდაცია, რომელთაგან გათვალისწინდა 48.

სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ცვლილებები

ორგანიზაცია, არაერთი წელია, აქტიურად არის ჩართული სოციალური კეთილდღეობის მარეგულირებელი საკნონმდებლო აქტების ცვლილებებისა და ახალი აქტების შემუშავების პროცესებში. ბოლო წლებში, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალური ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ორ კანონპროექტზე, კერძოდ, ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ და   ,,ბავშვთა კოდექსის“ პროექტებზე. ასევე, „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტებში  ცვლილებებზე და ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებზე.

ორგანიზაციის ინიცირებით, მოხდა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო მომსახურებების მიწოდების პროცესში სოციალური მუშაკისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ფუნქციების გამმიჯვნელი დოკუმენტის“ შემუშავება, რომელიც დამტკიცდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით. ასევე ორგანიზაციის ინიცირებით, მოხდა ,,ხანდაზმულ და შშმ პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველი პირების შეფასების ინსტრუმენტის“ პროექტის შემუშავება, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინა ზემოაღნიშნულ უწყებას.

ორგანიზაციამ, შშმ/ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიმწოდებლებელ ორგანიზაციებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა ,,შშმ/ ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების  თანამშრომლეთა გადამზადების სატრენინგო კურსის სახელმძღვანელო“, რომელიც შესათანხმებლად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა

ქვეყანაში კვლავ აქტუალური რჩება სიღარიბესა და დისფუნქციურ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების საბაზისო და განვითარებაზე ორიენტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია, ადვოკატირების შედეგად, ქ. თბილისში, ქ. ოზურგეთსა და ქ. ლანჩხუთში ავლენს სხვადასხვა დისფუნქციის მქონე ბავშვიან ოჯახებს, აფასებს მათ საჭიროებებს და ახდენს მათ კონსულტირებას ან რეფერირებას შესაბამის უწყებებში, ადგილობრივი/ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრირებულ  პროგრამებში ჩართვის მიზნით.  
გარკვეულ შემთხვევები, როდესაც ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას (საკვები, ტანისამოსი, სასწავლო ნივთები, საყოფაცხოვრებო ინვენტარი), ორგანიზაცია მიმართავს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ან საკუთარი/შემოწირული სახსრებით უზრუნველყოფს ოჯახებისთვის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ შეფასდა
 და შესაბამის პროგრამებში ჩაერთო 109 ოჯახი 190 ბავშვით. ოჯახების ძირითადი საჭიროებები დაკავშირებული იყო საბაზისო მოთხოვნილებების (საცხოვრებელი, ჯანმრთელობა, ტანისამოსი, საკვები) დაკმაყოფილებასთან, საგანმანათლებლო/სააღმზრდელო (ბაღი, ინკლუზიური განათლება, პროფესიული) პროცესებში, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვასთან. მოცემულ პროცესში, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სისტემატიურად მოსახლეობისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებულ მხარდამჭერი სისტემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 

3. საზოგადოების/პროფესიონალების/მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება

3.1. სოციალურ კომპონენტში დამოუკიდებელ მიმართულებას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ აქტივობები, როგორიცაა: ტრენინგები, დისკუსიები, საინფორმაციო შეხვედრები, საჯარო/სატელევიზიო დისკუსიები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა (საგანმანათლებლო რესურსცენტრი, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამედიცინო დაწესებულება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო), სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა (პედაგოგი, ბაღის/სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელი, ექიმი, ჟურნალისტი, პოლიციელი, სოფლის რწმუნებული და სხვ.) და მოწყვლადი ჯგუფების (მშობლები, ბავშვები) ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების ზრდას ბავშვზე ზრუნვის, ბავშვთა დაცვისა, ბავშვთა განვითარების ასპექტებზე, ასევე საკუთარ უფლებებზე და არსებულ მხარდამჭერ მომსახურებებზე.

საგანმანათლებლო აქტივობების თემატიკა და ფორმატი, ძირითადად იგება ინტერაქტიულ მეთოდზე, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკითხების განხილვისა და დისკუსიის პროცესებში.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სატრენინგო/საინფორმაციო/სადისკუსიო თემებია: თურეთის რესპუბლიკაში არასრუწლოვანთა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები; ბავშვთა დაცვის საკითხები; ბავშვთა განვითარების დამცავი და რისკ-ფატორები; ბულინგი - თანამედროვე სკოლის გამოწვევა; არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები, ცევის მართვა; ეთნიკური უმცირესობის (მაგ.: ბოშა ბავშვები) სოციალიზაციის მნიშვენლობა; ბავშვთა უფლებები; ბავშვთა სფეროს მარეგულირებელი ატები და პროცედურები; მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მუშაობის პრატიკა; სოციალურ საკითხთა გაშუებისას, მედიის გამოწვევები; ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო პოლიტიკა; სახელმწიფო სოციალური პროგრამის კომპონენტები და მათში ჩართვის პროცედურები. ამ უკანასკნელთა დაკავშირებით, ორგანიზაციამ მოამზადა ,,2017 წლის სახელმწიფო სოციალური პროგრამის კომპონენტებისა და ოზურგეთის თვითმმართველობის სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების შესახებ“ ბროშურა, რომელიც გავრცელდა ოზურგეთში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სამთავრობო სტრუტურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, ასევე მიეწოდა მოსახლეობას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სოციალური კომპონენტში ჩატარდა ცნობიერების/ინფორმირების ამაღლებისკენ მიმართული 50–მდე ტრენინგი, დისკუსია, საინფორმაციო შეხვედრა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაცია მონაწილეობდა რამდენიმე სატელევიზიო დისკუსიაში, რომლის თემებიც გახლდათ:

·     აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკა და მისი საზიანო შედეგები;

·     ხანდაზმულთა სახელმწიფო პოლიტიკა და ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მოხვედრის განმაპირობებელი გარემოებები;

·     არასრულწლოვნებში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია;

·     ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრების არასრუწლოვნების უფლებების დაცვა.

3.2. კონსულტაციები:

ორგანიზაცია სისტემატიურად ახორციელებს კონსულტაციებსა და გასცემს რეკომენდაციებს სოციალური დაცვის სფეროს სხვადასხვა საკითხზე დაინტერესებული მხარეებისთვის (მათ შორის, სახელმწიფო სტრუტურები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო სეტორი, მოწყვლადი ჯგუფები, მომსახურების მიმწოდებლები და სხვა).

ორგანიზაციის მიერ მომზადებული იყო რეკომენდაციები ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტის, ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“, ,,მინდობით აღზრდის სტანდარტების“, დღის ცენტრებში ბენეფიციართა აღრიცხვის მეანიზმების, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო მომსახურებაში ბენეფიციართა გადაუდებელი წესით ჩარიცხვისთვის სპეციალური ფორმის შემუშავების პროცესებში.

ქსელებში გაწევრიანება

რგანიზაცია არის ა(ა)იპ ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” საბჭოს წევრი, ასევე, ,,მცირე საოჯახო სახლების“ ასოციაციის წევრი ორგანიზაცია, ამასთან. მიმდინარე წელს კოალიციის თავმჯდომარედ, არჩეულ იქნა ორგანიზაციის სოციალური კომპონენტის მენეჯერი.

ორგანიზაცია, როგორც ხანდაზმულ პირთა მომსახურების მიმწოდებელი, არაერთი წელია თანამშრომლობს ხანდაზმულ პირთა სათემო მომსახურების მიმწოდებელ პარტნიორ ორგანიზაციებთან. ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა ,,კოალიცია ხანდაზმულთა კეთილდღეობისთვის“, რომლის მიზანია გაძლიერდეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ხანდაზმულთა სადღეღამისო მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების რესურსი, ხანდაზმულთა ინტერესების დაცვისა და ადვოკატირების კამპანიების განხორციელებისათვის.