სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვის მექანიზმებისა და მათი გამოყენების შესახებ ინტენსიური ტრენინგები

📣 მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 19-22 ივლისს, CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცია (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი (YPU) - გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის კლიმატის რეგიონული სამოქმედო ჯგუფების წევრებისა და სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი აქტიური მოქალაქეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვის მექანიზმებისა და მათი გამოყენების შესახებ ინტენსიური ტრენინგები ონლაინ ფორმატში ჩაატარა.
🟢 ტრენინგების მთავარი მიზანი ონის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა იყო. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო ჯგუფების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისთვის სათანადო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობების განვითარება.
🙋🙋‍♂️ ინტენსიური ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
✅ თვითმმართველობის არსი და განხორციელების პრინციპები
✅ ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებები და განხორცილების პრინციპები
✅ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მონაწილეობის ეტაპები
✅ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის სამართლებრივი მექანიზმები
✅ ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესი და მონაწილეობის შესაძლებლობები
✅ თანამონაწილეობითი ბიუჯეტი, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი
💥 ტრენინგის წარმატებით დასრულების შედეგად ჯამში 80-მდე მონაწილემ მიიღო მნიშვნელოვანი ცოდა და გამოცდილება ცალკეულ საკითხებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შერჩევის, ადგილობრივი ორგანოების დღის წესრიგში საკითხის დაყენების, სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებისა და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის სათანადო ეტაპზე მონაწილეობის შესახებ.