სიახლეები

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოხალისეობის პროგრამის მეორე ეტაპი

📣 დაიწყო ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოხალისეობის პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
✅ 2023 წლის 13 თებერვალს,სამუშაო შეხვედრა გაიამრთა, რომელშიც პროგრამაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები და მოხალისე მოზარდები მონაწილეობდნენ. დაიწყო მუშაობა სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე, სადაც განსაზღვრულია მოხალისეების პასუხისმგებლობები.
ორგანიზაცია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, სოფლის განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას.
🎯”მოხალისეობის პროგრამა“ ხორციელდება „ახალგაზრდა პიდაგოგთა კავშირის“ მიერ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში იმგვარი პრაქტიკების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს გოგოებისა და ბიჭების თანაბარ ჩართულობას არაფორმალურ აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს სკოლის მოსწავლეების მგრძნობელობასა და სოციალური პასუხისმგებლობას, ასევე შეამცირებს ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების რიცხვს.
📌 შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.