![📢](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t92/1.5/16/1f4e2.png)
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ, პროექტის - „ გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთის “ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება მშობლებისა და ბავშვებისათვის“. აღნიშნული სესიები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას ძალადობის ამოცნობასა და მასზე რეაგირების შესახებ.
![✔️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td8/1.5/16/2714.png)
შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა გაიაქტიურეს ის სოციალური უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ ურთიერთობისას არაძალადობრივი სტრატეგიების შემუშავებაში.
![📌](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t5/1.5/16/1f4cc.png)
გაერთიანებულმა სესიამ ასევე ხელი შეუწყო მშობლებსა და ბავშვებს შორის თანამშრომლობითი და ემპათიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა ოჯახის გაძლიერების პროექტის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
![🔵](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t48/1.5/16/1f535.png)
პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების, ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.