სიახლეები

CENN აცხადებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ინოვაციური იდეების საგრანტო კონკურსს

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოს კლიმატის პროგრამა“ ფარგლებში, CENN აცხადებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის ინოვაციური იდეების საგრანტო კონკურსს.
საგრანტო კონკურსის მიზანია ისეთი ინოვაციური და მდგრადი პროექტების განხორციელება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რომლებიც
✅ხელს შეუწყობენ კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციას;
✅საზოგადოების მდგრადობის გაზრდასა და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პროექტის სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. აპლიკანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს განაცხადის შემოტანამდე სულ მცირე 1 წლით ადრე.
აპლიკანტი შეიძლება დარეგისტრირებული იყოს სამიზნე რეგიონის არასამიზნე მუნიციპალიტეტში, თუმცა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები აუცილებლად უნდა განხორცილდეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
პროექტის სამიზნე რეგიონები და მუნიციპალიტეტებია:
➡კახეთი - გურჯაანი, საგარეჯო და ახმეტა;
➡იმერეთი - ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა;
➡გურია - ლანჩხუთი და ოზურგეთი;
➡რაჭა-ლეჩხუმი - ონი და ამბროლაური.
საგრანტო განაცხადის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო მაქსიმალური - 9,000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ პირველადი განაცხადი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 1 მაისი, 18:00 საათი.
დეტალები ვრცლად წაიკითხეთ🔗https://cutt.ly/7AmQeKW