დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსი
ოზურგეთისა და ჩოხატაურის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი იწყებს მიღებას დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსის ბოლო ნაკადზე
არ გამოტოვო შანსი დაესწრო კურსს და მიიღო დასაქმებისთვის საჭირო უნარები
კურსზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები
თვითმენეჯმენტი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები
პრეზენტაციის ჩატარების უნარები
სამუშაოს მოძიებისა და გასაუბრების ტექნიკები
ციფრული უნარები
კურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს გურიაში და 16 წელს გადააბიჯა, ვისაც სურს, განივითაროს უნარები, ისწავლოს და დასაქმდეს.
კურსის ჩატარების ადგილი: ლანჩხუთი, "ქეთოსთან" (ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ტრანსპორტირება დაფინანსებულია)
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/fMvCwj1Ptan9CTKh9
შერჩეული მონაწილეებისთვის კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
კურსის ხანგრძლივობა 1 თვე (9 შეხვედრა).
რეგისტრაცია გაგრძელდება 31 მარტამდე
სამუშაოს მოძიების უნარების კურსი ტარდება პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.