სიახლეები

დღის რეჟიმის მნიშვნელობა მოზარდის განვითარებაზე

2019 წლის 25 იანვარს, ლიტერატურულ კაფე „რვას+1“-ში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის მოეწყო შეხვედრა ფსიქოლოგ ინგა ზარანდიასთან თემაზე - „დღის რეჟიმის მნიშვნელობა მოზარდის განვითარებაზე“.
📚ახალი სასწავლო სემესტრიდან ლიდერთა სკოლის სამუშაო თემაა მოზარდთა ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობა, რომელიც მეტწილად სკოლას და მშობლებს უკავშირდება.
📌მშობლები განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობენ მოზარდთა ყოველდღიური დღის რეჟიმის განსაზღვრაში და ხშირ შემთხვევაში არასწორად ერევიან, რაც არაერთ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემას იწვევს.
✔️შეხვედრაზე ფსიქოლოგმა ისაუბრა ბავშვის სტრუქტურირებული დღის რეჟიმის შემუშავებაზე, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული წესები.
მოწვეულმა ექსპერტმა ასევე ისაუბრა მოზარდის ემოციურ კეთილდღეობაზე, მის თვითშეფასებაზე და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია და დიდ გავლენას ახდენს მომავალში ადამიანის ცხოვრების სტილზე და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე.
✔️მშობლები ხშირად საკუთარი იმედების პროექციას ახდენენ და ნაკლებად ინტერესდებიან შვილების სურვილებით. ხანდახან მათი მოლოდინები და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება, რის გამოც იწყება თაობათაშორის კონფლიქტი და მშობლები თვიანთ შვილებს არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებენ ისე, რომ ხანდახან ვერც კი ამჩნევენ.

შეხვედრა მოეწყო პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.