სიახლეები

EENCE სამიტი

 2019 წლის 4-6 ოქტომბერს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ EENCE სამიტს, რომელიც სამოქალაქო განათლებას ეხებოდა.
 ორგანიზაციის სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე სამიტზე მოხსენების თემა იყო "სამოქალაქო განათლება სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში".
 სამიტს ესწრებოდნენ გერმანიის, ბელარუსიის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლები.
 სამიტის მთავარი თემა იყო სამოქალაქო განათლება, რა გამოწვევებია დღეს ამ მიმართულებით და როგორ შეიძლება არსებული პრობლემების გადაჭრა.
სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც შემდგომში ცვლილებების განმაპირობებელია.