სიახლეები

ფილმის ჩვენება-განხილვა

2019 წლის 24 სექტემბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით ფილმის "დაუმორჩილებელნი" ჩვენება-განხილვა მოეწყო.
🎬 ფილმი გვიყვება სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის შესახებ, რომელიც რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლისთვის 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში. ნელსონ მანდელა იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად.
ფილმის ჩვენების მიზანი იყო ახალგაზრდებს ემსჯელათ დემოკრატიულ ღირებულებებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატი ლიდერის ნელსონ მანდელას ისტორიის საფუძველზე.
 ფილმის დასასრულს წარიმართა დისკუსია.
📍 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#PITA #YPU #UNAG #USAID