სიახლეები

გააფართოვე თვალსაწიერი და შეცვალე დამოკიდებულება!

📍 გააფართოვე თვალსაწიერი და შეცვალე დამოკიდებულება!
📢 2019 წლის 11 ოქტომბერს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
 ახალგაზრდული ცენტრის წევრები საინფორმაციო-სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში.
 ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია როგორ იქმნება ინოვაციური სტარტაპები, რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის რომ იდეა რეალობად აქციო და როგორ ხდება იმ უნარების დასწავლა რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
♀️ არსებობს სტერეოტიპი, რომ გოგონები ინოვაციური ტექნოლოგიების და მეცნიერების სფეროში წარუმატებლები არიან ან საერთოდ არ არიან დაინტერესებული. გოგონათა საერთაშორისო დღეს ტექნო პარკში ვიზიტი სტერეოტიპის მსხვრევის და პროტესტის გამოხატულება იყო ცენტრის წევრი გოგონებისგან.

📍 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.