სიახლეები

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

2019 წლის 18 ივნისს, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა რეინტეგრაციის (სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების) პროგრამის ხარისხის შეფასებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. 
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა კვლევის შედეგად ოჯახში არსებულ პრობლემურ საკითხებზე, ასევე იმ ცვლილებების საჭიროებებზე, რომელმაც სისტემურად უნდა შეცვალოს რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ბავშვების/ოჯახების არსებული მდგომარეობა.