
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფისში მოეწყო სოციოლოგიური კვლევის - ,,მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ კვლევის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლები, ასევე, მოზარდები. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა კვლევის შედეგები, კერძოდ, რა ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე მშობლების შრომითი მიგრაცია.