სიახლეები

ლანჩი მადლიერების ნიშნად

,, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების თანამშრომლებს", რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ,,დღეგრძელთა სახლის" ბენეფიციარებმა მადლიერების ნიშნად ლანჩი მოუმზადეს.
,,დღეგრძელთა სახლი" მადლობას უხდის ,, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების" თანამშრომლებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის!