სიახლეები

ლიდერთა სკოლის პროექტის ,,გენდერი და პროფესიები“ შემაჯამებელი პრეზენტაცია

📣2021 წლის 29 იანვარს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის პროექტის ,,გენდერი და პროფესიები“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
📍პროექტის ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს 19 ანიმაციური ფილმი Animaker ონლაინ პროგრამის გამოყენებით.
📍პროექტი ითვალისწინებდა საუკეთესო ფილმის გამოვლენას. შექმნილი კომისიის (,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლები და ,,ანიმაციის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ) მიერ გამოვლინდა 3 საუკეთესო ანიმაცია.
📍,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, პარტნიორი ორგანიზაცის პური მსოფლიოსთვის“, ფინანსური მხარდაჭერით, გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები. ასევე, ,,ანიმაციის განვითარების ფონდის“ პრიზი დაიმსახურა ერთმა ანიმაციამ.
კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდა შემდეგი ანიმაციური ფილმები:
📌1. მშენებელი მარიამი - ავტორი: ეკატერინე და რეზი ტოტოჩავები; - https://bit.ly/2MJJbeV
📌2. გენდერული უთანასწორობა და პროფესიები -ავტორი: ნანუკა მეგრელიძე; - https://bit.ly/3aoJyDO
📌3. დაანგრიე სტერეოტიპი - ავტორი ლიზი ხინთიბიძე ); - https://bit.ly/3jazAK3
📌4. გენდერული სტერეოტიპები - ავტორი: თემო ხელაძე - https://bit.ly/2L6vwxR