სიახლეები

მიკროგრანტების კონკურსის II ეტაპის შემაჯამებელი პრეზენტაცია

2019 წლის 27 ივნისს ლიტერატურულ კაფე ,,რვას +1“–ში ,, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიკროგრანტების კონკურსის II ეტაპის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
კონკურსში გამარჯვებულმა საჯარო სკოლების წამომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს განხორციელებული პროექტები. 
მნიშვნელოვანია, რომ პროექტები სასკოლო და თემის გარემოს გაუმჯობესების მიზნით მომზადდა და მიუხედავად მცირე თანხისა, შესაძლებელი გახდა გარკვეული ცვლილებების განხორციელება.
წარმოდგენილ იყო:

საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ მომზადებული 7 პროექტი:

1. კითხვა განათლებისთვის! – ოზურგეთის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა
2. არისტოტელეს გაკვეთილები – ოზურგეთის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა
3. დედამიწაზე სიცოცხლისთვის –ოზურგეთის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა
4. ჯანსაღი ცხოვრების წესი - სპორტული შეჯიბრებები –ოზურგეთის სოფელ შრომის საჯარო სკოლა
5. ჯანსაღი ცხოვრების წესი – ოზურგეთის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა
6. სახლები უსახლკარო ძაღლებს – ოზურგეთის ლიდერთა სკოლა
7. ჯანსაღი ცხოვრება – ლანჩხუთის, სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა

საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ მომზადებული 3 პროექტი:

1. ,,სოფლის ფილტვები“ – ხაჯალიის საჯარო სკოლა
2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – ნაგომრის საჯარო სკოლა
3. ბულინგი და მისი პრევენცია – შემოქმედის საჯარო სკოლა

პრეზენტაციაზე საუბარი წარიმართა სამომავლო კონკურის პირობებისა და ვადების შესახებ.