სიახლეები

მოხალისეობის საერთაშორისო დღე

📢 2019 წლის 5 დეკემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
 ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ გერმანელმა მოხალისეებმა ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაციები მოხალისეობის სერვისების შესახებ.
პროცესი ინტერაქტიური იყო და მოზარდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჯგუფებში ემუშავათ შემდეგ საკითხებზე:
• მოხალისეთა მუშაობისა და დაინტერესების ასპექტები;
• კონკრეტულ მოხალისეობრივი პროგრამების მნიშვნელობა;
• დაბრკოლებები და ბარიერები მოხალისეობის პროცესში;
• წარმატებული მაგალითების განხილვა;
• ინტერესებისა და შესაძლებლობების თანხვედრა;
დისკუსია წარიმართა, თუ რა გავლენა აქვს მოხალისეობას საზოგადოებასა და უშუალოდ მოხალისეზე.
📌 შეხვედრა მოეწყო პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.