სიახლეები

მომსახურების გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის აქტივობა

ანასეულის დღეგრძელთა სახლის ბენეფიციარებმა დარგეს 30 ძირი ,,ჯუჯა” ვარდი და 30 ძირი მიხაკი. მომსახურების გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის აქტივობა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ბაღის განაშენიანებასა და გალამაზებას, არამედ ორიენტირებულია ხანდაზმულთა ფუნქციური უნარების შენარჩუნებაზე და მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ღონისძიება ჩატარდა სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia.