სიახლეები

,,მშობლების შრომით მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“

📣 მიმდინარე წელს, ორგანიზაციამ პროექტის ,,უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ,,Brot fu die Welt“, განახორციელა სოციოლოგიური კვლევა ,,მშობლების შრომით მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“.
✔️კვლევის მიზანი გახლდათ საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით მყოფი პირების ოჯახების, განსაკუთრებით – მათი არასრულწლოვანი შვილების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლა, ასევე ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი მშობლების ინფორმირებულობისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეფასება. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ მოამზადა 12 რეკომენდაცია, რომელიც მიეწოდა სფეროში ჩართულ უწყებებსა და ორგანიზაციებს. ვინაიდან, კვლევაში დასმული პრობლემა კომპლექსურია, ორგანიზაცია გეგმავს ადვოკატირების კამპანიების წარმართვას, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე.
კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე 👇