სიახლეები

პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია

📣 2022 წლის 4 ნოემბერს, “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის“ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
✔️ შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მონიტორინგის მექანიზმზე, მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე.
📌 შეხვედრა განხორციელდა სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს #CSRDG, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union" ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia.