სიახლეები

როგორ მოვახდინოთ იდეების გენერირება

2020 წლის 22 თებერვალს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ოფისში პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ვორქშოპი თემაზე: როგორ მოვახდინოთ იდეების გენერირება.
📌შეხვედრის მიზანი მოზარდების დაინტერესება იყო იმ საკითხებით, რომლებიც მათ გარშემო პრობლემების სახითაა წარმოდგენილი, ასევე თვალსაწიერის გაფართოება და იდეის პროექტად ქცევის გამოცდილების მიღება.
📎ფასილიტატორებმა შეხვედრაზე საილუსტრაციოდ გამოიყენეს “პრობლემების ხის”
სავარჯიშო, რომლის საშუალებით ხდება მოზარდების იდეების გენერირება, რათა მათ თემში და სკოლაში არსებული პრობლემები გააცნობიერონ და პრობლემების გადაჭრის მიზნით კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოიმუშავონ.
📝 შეხვედრის დასასრულს “პრობლემების ხე” “ მიზნების ხედ” გარდაქმნეს და აირჩიეს ჯგუფის ლიდერი.
ვორქშოპს ესწრებოდნენ: სოფ. ნაგომრის, სოფ. შემოქმედის, დაბა ლაითურის და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

📌 შეხვედრა მოეწყო პროექტის "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.