სიახლეები

საჯარო უწყებებში მოზარდთა მოხალისეობის პროგრამის პილოტირების პირველი ეტაპის შეფასების ანგარიში

 
📢გთავაზობთ საჯარო უწყებებში მოზარდთა მოხალისეობის პროგრამის პილოტირების პირველი ეტაპის შეფასების ანგარიშს. ‼️‼️არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, 25 წელზე მეტია, მუშაობს ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის, „ლიდერთა სკოლის“, სამუშაო შეხვედრებზე დაკვირვებებმა ერთი საკმაოდ თვალსაჩინო ტენდენცია გამოავლინა: გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ გამართულ არაფორმალურ აქტივობებში (სხვადასხვა სახის ქუჩის აქციები, „ლიდერთა სკოლის“ სემინარები, თეატრალური წარმოდგენები, სათემო აქციები, ურთიერთდახმარების ქსელების ფორმირება, მოხალისეობა თუ სხვა) გაცილებით მეტი გოგონა ერთვება, ვიდრე ბიჭი. 📍აღნიშნული თავისებურების მიზეზების გამოსავლენად „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ დაგეგმა და განახორციელა კვლევა თემაზე: გენდერული სოციალიზაციის პროცესი – არაფორმალურ აქტივობებში გოგონებისა და ბიჭების ჩართულობაზე გავლენის მქონე ფაქტორები. 📌📌კვლევის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული სოციალიზაციის ხელშემწყობი აქტივობების შემუშავების მიზნით განხორციელდა სხვადასხვა უწყებებში მოზარდთა მოხალისეობის პროგრამის პილოტირება. 🔵„მოხალისეობის პროგრამა“ განხორციელდა „ახალგაზრდა პიდაგოგთა კავშირის“ მიერ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში იმგვარი პრაქტიკების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს გოგონებისა და ბიჭების თანაბარ ჩართულობას არაფორმალურ აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს სკოლის მოსწავლეების მგრძნობელობასა და სოციალური პასუხისმგებლობას, ასევე შეამცირებს ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების რიცხვს. https://docs.google.com/document/d/1bqW6ZvftY7wE_BX5QQaCHq733Jyrg9aB/edit?usp=share_link&ouid=110725933362264401630&rtpof=true&sd=true