სიახლეები

სამეწარმეო ბაზრობა

📢2019 წლის, 24 დეკემბერს “ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” მცირე მიკროგრანტების ფარგლებში სოფელ ნაგომარში სამეწარმეო ბაზრობა მოეწყო.
🎯 პროექტის მიზანი იყო მეწარმეობის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება და მისი დანერგვა საგანმანათლებლო სტრუქტურებში, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მეწარმის უნარი რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა.
✔️ ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა პროექტის განხორციელების სტრუქტურული გეგმა.
✔️ ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, განათლების სპეციალისტები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.