სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის ჯგუფთან

🔵 19 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლების კონსულტირებითა და გურიის რეგიონის პარტნიორი სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის სამუშაო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და განისაზღვრა აქტიურ მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფის წევრების შესარჩევი კრიტერიუმები
🎯 სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება
📝 🔎 მიზნის მისაღწევად მომზადდა მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდის ხედვის დოკუმენტი, გაიწერა სამოქმედი გეგმა. მიმდინარე კვირის ფარგლებში, პანდემიის პირობებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, იგეგმება შემუშავებული სტრატეგიის პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებისთვის.
📌🔗 პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება გერმანული ფონდის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.