სიახლეები

სასწავლო ტური გერმანიაში

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ორგანიზებით მოეწყო სასწავლო ტური გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში პროფესიული განათლების სისტემის გაცნობის მიზნით.

სასწავლო ტურში ორგანიზაციის თანმშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ (სსიპ) ”მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.

ტურის ფარგლებში ჩატარდა სამი ოფიციალური შეხვედრა: შტუტგარტის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი ტექნიკური სკოლის დირექტორთან, ასევე ჯგუფი იმყოფებოდა მერსედეს ბენცის ქარხანაში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ავტომობილების შექმნის პროცესი ენახათ და ზემოაღნიშნული სასწავლებლების კურსდამთავრებულების სამუშაო პროცესს გასცნობოდნენ.