სიახლეები

საზაფხულო სკოლა ,,ბაკურიანი 2019"

2019 წლის 3 – 7 ივლისს ბაკურიანში ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა გაიმართა. სკოლის მიზანი გალხდათ, მოზარდობის პერიოდში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და მათი მართვა.

საზაფხულო სკოლის სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები- მწერალი გიორგი კეკელიძე, ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი.

მოზარდებმა საინტერესო ტრენინგები მოისმინეს. ნინო ნიკოლეიშვილთან ერთად ისაუბრეს მოზარდობის ასაკობრივ გამოწვევებთან და ბრაზის მართვასთან დაკავშირებით. 
გიორგი კეკელიძის პირველი სესია გარდატეხის ასაკში მოზარდების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ლექციას დაეთმო. მწერალმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ ნაწარმოებებზე რომელიც ადამიანის ცხოვრებისეულ მისწრაფებებს ეხება. მოისმინეს მასტერკლასი წერის სტილისა და სპეციფიკის შესახებ. დღის ბოლოს მიიღეს დავალება; ფიქსირებულ დროში მოსმენილ თემებზე მინიატურების მომზადებასთან დაკავშირებით. 
მწერალმა გამოავლინა საუკეთესო ნაწერები, რომლებსაც ორგანზიაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საზაფხულო სკოლის ბოლო დღეს დებატ ტურნირი გაიმართა. მონაწილეობა 4–მა გუნდმა მიიღო. გამოვლინდა საუკეთესო მოდებატეები, რომლებიც ასევე დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით.