სიახლეები

შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრის დირექტორთან

დღეს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრები გარემოს დაცვის ადვოკატირების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრის დირექტორს შეხვდნენ.
📍 შეხვედრის მიზანი იყო დაბა ნასაკირალში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის დასუფთავება, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური ტექნიკა.
📍 სერვის ცენტრის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ განსახორციელებელ აქტივობებზე და იმპლემენტაციისთვის საჭირო პროცედურებზე.

 

📍 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.