სიახლეები

შეხვედრა ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენელთან

📢 დღეს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენელს შეხვდნენ.
✔️ შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე ადვოკატირების კამპანიები, კერძოდ:
▪️ქუჩის ძაღლები;
▪️დანგრეულ/საფრთხისშემცველ შენობებთან აბრების დამონტაჟება;
ასევე, ახალგაზრდებმა ორი ახალი ადვოკატირების კამპანია წარადგინეს, რომელთაგან პირველი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უზრუნველყოფაა, ხოლო მეორე ოზურგეთში სანაპირო ქუჩაზე ველო ბილიკის მოწყობა.
✔️ საკრებულოს წარმომადგენელმა მარიკა ჩხიკვიშვილმა მოზარდებს მხარდაჭერა გამოუცხადა, გააცნო მუნიციპალიტეტის ახალი პროექტი “ იყავი თანამმართველი” და ერთობლივად დაგეგმეს მომდევნო აქტივობები, რომლებიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული.

📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID