სიახლეები

შეხვედრა წარმატებულ, ადგილობრივ საწარმოებში

📣 ლიდერთა სკოლაში და იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებში სასწავლო სილაბუსი მოზარდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
მიმდინარე თემები მოიცავს პიროვნული განვითარების ხელშეწყობას და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებას.
🔵 ლიდერთა სკოლის, იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების წევრების მონაწილეობით დაიგეგმა შეხვედრა წარმატებულ, ადგილობრივ საწარმოებში მენაბდის მარანში და სკიჯის სახლში.
☑️ დაკა ბერძენიშვილმა და ვახუშტი მენაბდემ საკუთარ სამეწარმეო პრაქტიკაზე დაფუძნებით მოზარდებთან ერთად განიხილეს განვითარების ის ეტაპები, რომელიც გაიარეს იდეის ფორმირებიდან საწარმოს ჩამოყალიბებამდე. ასევე, ყურადღება გამახვილდა რისკების მენეჯმენტზე, ბიზნეს კონცეფციის განსაზღვრაზე, ფონდების მოძიებაზე, და სხვ.
☑️ თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მეწარმეობის პრაქტიკული მაგალითების გაცნობა მნიშვნელოვანია მოზარდების ინტერესების განსაზღვრის და ინოვაციური იდეების გენერირების პროცესში.
განსაკუთრებული მადლობა მასპინძლობისთვის!