სიახლეები

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

📢 დღეს “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა და საქველმოქმედო ასოციაცია გურია -ს წარმომადგენლებმა შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
 შეხვედრის პირველი ნაწილი სახალისო და შემეცნებით სესიას დაეთმო, რომელიც ორგანიზაციის გერმანელმა მოხალისემ ჩაატარა(Brot für die Welt).
 მეორე ეტაპზე ახალგაზრდული ცენტრის და ასოციაცია “გურიას” წევრებმა ერთობლივი მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სპორტული აქტივობებიც განახორციელეს.

📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.