სიახლეები

„სკოლის ვალდებულებები“

13 ნოემბერს „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე „სკოლის ვალდებულებები“. სესიას უძღვებოდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელი განათლების სპეციალისტი.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სკოლის ვალდებულებაზე ოთხი მიმართულებით:
• განათლების ფორმირება და თანამდროვე განათლების პრინციპები
• საგანმანათლებლო მიზნები
• სასკოლო გარემო
• სკოლის სტრუქტურა
შეხვედრა მოზადების მაქსიმალური ჩართულობითა და მაღალი ინტერაქციით მიმდინარეობდა. მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება განხილული საკითხების შესახებ, გაავლეს პარალელები საკუთარი გამოცდილების შესაბამისად.
შეხვედრის დასასრულს ფასილიტატორმა მოზარდებს შესთავაზა დავალება: მათი შეფასებით, სკოლაში არსებული ყველაზე აქტუალური პრობლემის აღწერა, პრობლემის გადაჭრის გზის შემუშავება და ამ პროცესში საკუთარი ჩართულობის ფორმების განსზღვრა. წარმოდგნილი ნამუშევრები განთავსდება „ლიდერთა სკოლის“ ბლოგზე.