სიახლეები

სოციალური კაფე ,,რვას+1" მადლობას უხდის სასწრაფო დახმარების ექიმებს

სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" სოციალურმა კაფე ,,რვას+1"-მა მადლიერების ნიშნად კაფეში მომზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაუგზავნა.
სოციალური კაფე ,,რვას+1" მადლობას უხდის სასწრაფო დახმარების ექიმებს დაუღალავი შრომისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის!
#ისინიზრუნავენჩვენზე
#დარჩისახლში