სიახლეები

სოციოლოგიური კვლევა

📣 2021 წელს, ორგანიზაციამ პროექტის ,,უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ,,Brot fu die Welt“, განახორციელა სოციოლოგიური კვლევა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა“.
✅ კვლევის მიზანი გახლდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების დადგენა.
✅კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მომზადდა 13 რეკომენდაცია, რომელიც მიეწოდა ადგილობრვ თვითმმართველობას. ამასთანავე, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ადგილობრივ დონეზე ბავშვიანი ოჯახების მხარდამჭერი მომსახურების განვითარების მიმართულებით, რომლის მოდელის პილოტირება უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ,,სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება გურიისა და კახეთის რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში.
კვლევის ლინკი იხილეთ მითითებულ ბმულზე 👇