თანატოლგანმანათლებელთა სესიები
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ თანატოლგანმანათლებელთა სესიების ჩატარებას თავიანთ სკოლებში.
შეხვედრების მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების სფეროში. ეს გულისხმობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ სხვადასხვა მუხლის შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ანიმაციური ფილმების საშუალებით.
შეხვედრები ხორციელდება პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ფონდი „პური მსოფლიოს“