სიახლეები

თბილისის ტექნო პარკში ვიზიტი

📌20-21 დეკემბერს „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები თბილისში, ტექნო პარკში, სამრეწველო ლაბორატორიას ეწვივნენ.
✅შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ფაბლაბ ტექნო პარკის სამრეწველო დანადგარების დათვალიერებას, მათი შესაძლებლობებისა და გამოყენების პოტენციალის გაცნობას.
✅ვიზიტის მეორე ნახევარში მოეწყო ვორქშოპი მომავლის პროფესიების, ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული პროგრამების გამოყენების არსებული პრაქტიკის შესახებ.
📌ვიზიტში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფ გუმბათისა და ბარეთის, ასევე ქალაქ ბოლნისის N1 და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევნის საჯარო სკოლების წარმომადგენელი 87 მოზარდი.
📍ქვემო ქართლის რეგიონში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიები“ პარტნიორ საჯარო სკოლებში დაფუძნდა ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად
#GITA • Tech Park #ფაბლაბ ტექნოპარკი • FabLab Tech Park