სიახლეები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კვირეული

2020 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კვირეულის ფრგლებში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა თავინთ თემში მოხატეს კედელი, რომლის მიზანიც არის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და განსხვავება მხოლოდ ფორმაშია.
📌 16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი ტოლერანტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
📌 აქტივობა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.