სიახლეები

ტრენინგი-„ბავშვთა შრომა“

4-6 ოქტომბერს „ახალგარზდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში ჩატარდა ტრენინგი-„ბავშვთა შრომა“.
ზემოთ აღნიშნული ტრენინგი, წარმოადგენს ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე ტრენერთა დამხმარე ჩარჩოს, რათა ეფექტურად შესძლონ ბავშვთა შრომის პრევენციის საკითხებზე ტრენინგის დაგეგმვა და განხორციელება.
ფასილიტატორებმა შეხვედრებისას გამოიყენეს ინტერაქციული სწავლებისა და ზრდასრულთა საწავლების პრინციპზე დაფუძნებული მიდგომები.
აღსანიშნავია რომ შეხვედრებს „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი საქართველო“ ხელმძღვანელობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.