
2022 წლის 29-30 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის და იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი კანვას ბიზნეს მოდელის სპეციფიკის შესახებ.

ტრენინგზე მოზარდებმა შექმნეს საწარმოს ბიზნეს მოდელები და დეტალურად განიხილეს როგორ ხდება ღირებულების შეთავაზება, მომხმარებელთა სეგმენტის და დისტრიბუციის არხების განსაზღვრა, ხარჯების სტრუქტურა და შემოსავლის ნაკადები.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეები ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მოამზადებენ ბიზნეს პროექტების პრეზენტაციებს და მოეწყობა საჯარო განხილვები კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან.
ასევე, განხილული იყო შემდეგი თემები:

როგორ მუშაობს ბაზარი

ვინ არის მეწარმე?

ბიზნეს იდეის ფორმირება

საწარმოს მოდელირება

SWOT ანალიზი

მარკეტინგი და მომხამრებელზე ორიენტირებული რეკლამა

ბიუჯეტირება

Canvas ბიზნეს მოდელი