სიახლეები

ტრენინგი თემაზე: კანვას ბიზნეს მოდელირება

📣ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: კანვას ბიზნეს მოდელირება.
✅ტრენინგის მონაწილეები კანვას ყველა ელემენტს გაეცნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ბიზნეს მოდელის კონცეფციის შესახებ. ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ მუშაობასაც მოიცავდა. მათ ჰქონდათ საშუალება, დაემუშავებინათ საკუთარი ბიზნეს იდეა და მიეღოთ რჩევები.
✅ შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნეს პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ:
◾️მომხმარებელთა სეგმენტი;
◾️ღირებულების შეთავაზება;
◾️მომხმარებლის რომელ საჭიროებას აკმაყოოფილებს თქვენი პროდუქტი/მომსახურება?
◾️მომხმარებელთან ურთიერთობა;
◾️დისტრიბუციის არხები;
◾️ძირითადი რესურსები;
◾️ხარჯები;
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის პრეზენტაციას, რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე პროექტები.
✅ „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ USAID-ის 5 წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართ არსებული პოლიტიკური, სოციალური, და ეკონომიკური ბარიერების გადაჭრას ემსახურება. პროგრამის მიზანია ამ გამოწვევებს უპასუხოს საყოველთაო ჩართულობითა და სექტორებს შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობით.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი".