სიახლეები

წიგნიერების დღე

2019 წლის 20 სექტემბერს, ლიტერატურულ კაფე „რვას+1“- ში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა წიგნიერების დღე აღნიშნეს.

📚 აქტივობის ფარგლებში მოეწყო ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვა, სადაც ცენტრის წევრებმა ისაუბრებს წიგნებზე, რომლებმაც გარკვეულწილად შეცვალა მათ მსოფლმხედველობა და დამოკიდებულებები ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.
აქტივობის მიზანია ახალგაზრდები უფრო წიგნიერები გახდნენ, მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ და წიგნის კითხვა შეუყვარდეთ.
აქტივობის ფარგლებში განსახილველი წიგნები ახალგაზრდებმა თავად შარჩიეს და თანატოლებში დიდი ინტერესი გამოწვია, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, თეოდორ დოსტოევსკის „მოთამაშე“ და დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“. თითოეული მათგანი მიმოიხილეს როგორც ლიტერატურულ ასევე ისტორიულ ჭრილში.

📍 აქცია ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#PITA #YPU #UNAG #USAID