სიახლეები

„ცუმბო პოპსი“

24 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის მოსწავლეები შეხვდნენ მეწარმე მარიამ ჭუმბურიძეს და დააგემოვნეს ხილის „ცუმბო პოპსი“.
შეხვდრა საინტერესოდ და მოზარდების მაღალი ჩართულობით წარიმართა და ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: რა პროდუქტია ხილის პოპსი, რატომ გადაწყვიტა მან ამგვარი პროდუქტისა და სამეწარმეო საქმიანობის დაწყება. ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე რაც ადამიანის ბუნებასთან მჭიდრო კავშირსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს მოაქვს.
გამომდინარე იქედან, რომ ლიდერთა სკოლის მოსწავლეები მიმდინარე წლის განმავლობაში ეცნობიან ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასა და უპირატესობებს, აღნიშნული ვიზიტი მათთვის საინტერესო გამოდგა.