სიახლეები

თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

ამა წლის 28 იანვარს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე - თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტირებით მოამზადებენ თვითშეფასების ანგარიშს, რის საფუძველზეც შექმნიან დაწესებულების სტარტეგიული განვითარების გეგმას. აღნიშნული ტრენინგიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა და მას უძღვებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი - თათია მგელაძე.