სიახლეები

თვითშეფასება და სწორი კომუნიკაციის მეთოდები

📣ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის “სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის” ფარგლებში სოფ. კვირიკეთის იდეებისა და მეწარმოების ლაბორატორიაში მოსწავლეებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
✔️ შეხვედრას უძღვებოდა სკოლის მენტორი – პოზიტიური ფსიქო კონსულტანტი, კომუნიკაციების ექსპერტი მაკო ჯაოშვილი.
✔️ შეხვედრის პირველი ნაწილი მოიცავდა ლექციას თემაზე: თვითშეფასება და სწორი კომუნიკაციის მეთოდები. მოზარდებმა თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გუნდურ აქტივობებში, მენტორთან ერთად იმსჯელეს საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზე, ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და გამოვლენაზე.
✔️ მეორე ეტაპზე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და ასაკობრივი მრავალფეროვნების მართვაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გავლენაზე ორგანიზაციულ კულტურასა და წარმატებაზე.
✔️ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის რეჟიმში დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ შესაბამისი რჩევები.
შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.