სიახლეები

ვიზიტი სოციალურ საწარმო Cafuné / კაფუნე - ში

📌21 დეკემბერს სსიპ რუსთავის N21 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები სოციალურ საწარმოს Cafuné / კაფუნე ეწვივნენ.
✅მოზარდები სასესიო შეხვედრების ფარგლებში გაეცნენ სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელოვნებას.
🎯Cafuné / კაფუნეში სტუმრობის ფარგლებში მოზარდებმა მოინახულეს სოციალური მიზნებით მოქმედი სოციალური საწარმო, დამფუძნებლისგან მოისმინეს საწარმოს მუშაობის სპეციფიკა და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.
📍სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით პროექტis „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.