ფილმის "გენდერული თანასწორობა" ჩვენება–განხილვა
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით ფილმის "გენდერული თანასწორობა" ჩვენება–განხილვა მოეწყო.
ფილმი ასახავს ნამდვილ ამბავს ადვოკატის – რუთ გინსბურგის შესახებ, რომელიც აწყდება მრავალ დაბრკოლებას თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ განიხილეს ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ქალებისთვის მეტი პროფესიული არჩევანის შესაძლებლობების, თანაბარი ანაზღაურების და მმართველ უწყებებში წარმომადგენლობის გაუმჯობესება.