სიახლეები

მიმდინარე სასწავლო წელი სახელმწიფომ აკადემიურ წლად უნდა გამოაცხადოს

📢 8 მაისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ ოზურგეთისა და თბილისის ფილიალების მოსწავლეების ინიციატივითა და მონაწილეობით გაიმართა დებატი (კარლ პოპერის ფორმატში) ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

✔️ მოზარდებმა თავად შეარჩიეს რეზოლუცია: „მიმდინარე სასწავლო წელი სახელმწიფომ აკადემიურ წლად უნდა გამოაცხადოს“. მტკიცებითმა და უარმყოფელმა გუნდებმა წარმოადგინეს განსხვავებული კრიტერიუმები, რომლებიც დამაჯერებელი არგუმენტებით დაასაბუთეს.
👉 მტკიცებითი გუნდი მთავარ აქცენტს მოსწავლეების არათანაბარი შეაძლებლობების, ჯანმრთელობის გაზრდილი რისკისა და აკადემიური წლის გამოცხადების შემთხვევაში სწავლის ხარისხის შესაძლო გაუმჯობესებაზე მიუთითებდა, ხოლო უარმყოფელი გუნდი სახელმწიფოს მიმდინარე გადადგმული ნაბიჯებისა და ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებით მიღებულ სარგებელზე ამყარებდა თავის პოზიციას.
✔️დებატის ბოლოს ორგანიზაციის საგანმანათლებლო კომპონენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს დებატის განმავლობაში წამოჭრილი სადავო საკითხები, მოზარდებს გააცნეს ექსპეტების მოსაზრებები, რეკომენდაციები, ასევე სხვადასხვა ხერხი და მაგალითები, რომლებიც პოზიციის უკეთ დასაბუთებაში დაეხმარებოდათ.
#ლიდერთასკოლა
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი