
Covid 19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად ფიზიკურ სივრცეში შეხვედრა დროებით შეზღუდულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებმა გამოსავალი ციფრული პალტფორმების საშუალებით იპოვეს. წინასწარ მომზადებული ტკბილეული გაუგზავნეს ხანდაზმულებს და დღის ბოლოს, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც ტრადიციებს და კერძებს უკავშირდებოდა. ასევე, განიხილეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის აღნიშვნის წესები.