სიახლეები

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა“

ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვიანი ოჯახებისთვის მხარდამჭერი სისტემების შექმნა და განვითარება. მიმდინარე წელს, ორგანიზაციამ განახორციელა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა“, რომლის მიზანიც გახლდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებისა და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების დადგენა. მოცემული მტკიცებულებები, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის მიერ ადმინისტრირებული სოციალური პროგრამების ფარგლებში ამოქმედდეს არსებულ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდამჭერი მომსახურება.

იხილეთ მიბმული ფაილი :

მიმაგრებული ფაილები