სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქალებისა და ახალგაზრდების ინიციატივის ფარგლებში განხორცილებული აქტივობის ქვეშ გურიის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ჩატარდა 5 საინფორმაციო შეხვედრა, ტრენინგი 5 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.
კერძოდ, ტრენინგები ჩატარდა: დაბა ნარუჯა, სოფ. გურიანთა, სოფ. შემოქმედი, სოფ. კვირიკეთი და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.
✔️ ტრენინგების დროს დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
💦 წყლის რესურსები და კლიმატის ცვლილება;
➡️ კლიმატის ცვლილება და ადამიანის უფლებები;
⚡️ განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების როლი კლიმატის ცვლილებაში.
📌 გარდა აღნიშნულისა, ინიციატივის ფარგლებში გამოცხადდა პოსტერების კონკურსი „ერთად გარემოსთვის“ და “უთხარი არა პლასტმასას”.
✨ კონკურსის “უთხარი არა პლასტმასას” მთავარ მიზანს წარმოადგენს გარემოს პლასტმასას ნარჩენებით დაბინძურების შემცირება და ზოგადად, ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
✨ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დაბა ლაითურის, ნარუჯის და სოფ. გურიანთის საჯარო სკოლებმა. მონაწილეებს შორის გამოვლინდა გამარჯვებული, გურიანთის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა ელიტ ელექტრონიკის 1500 ლარიანი ვაუჩერი.
✔️ კონკრუსის ფარგლებში შეგროვებული პლასტმასის ნარჩენები გადაეცა ადგილობრივ გადამამუშავებელ კომპანიას, ნარჩენების შემდგომი გადამუშავების მიზნით.
✔️ პოსტერების კონკურსში „ერთად გარემოსთვის“ ნამუშევრების მიღება 30 ივნისამდე გრძელდება. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს თემატური პოსტერების შექმნას შედმეგ თემებზე: გარემოს დაცვა, ნარჩენების გადამუშავება და ახალგაზრდული საქმიანობა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს.
📍 კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
 
 
More information about the competition is available at the following link: