სიახლეები

ტურიზმის დღე

📢 1979 წლიდან 27 სექტემბერს მსოფლიოში ტურიზმის დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ დაწესდა და ის მიზნად ისახავდა, საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო დიდი ყურადღება მიექცია ტურიზმის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობისთვის.
 დღეს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული "ახალგაზრდული ცენტრის წევრები ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით შეხვდნენ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილეს ვახო გველებიანს, რომელმაც ახალგაზრდებთან ისაუბრა გურიის ტურისტულ პოტენციალზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
 ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში აქცენტი შიდა ტურიზმზე კეთდება, რაც გურიის რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცენტრის წევრებმა შეხვედრაზე სწორედ იმ ადგილების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც გურიის რეგიონში არის, მაგრამ ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი და ბევრისთვის ახალი აღმოჩენაა.
#PITA #YPU #UNAG #USAID
#აღმოაჩინეგურია #აღმოაჩინესაქართველო