ბავშვთა უფლებები

ბავშვის უფლებათა კონვენციის განხილვა

ბავშვის უფლებათა კონვენციის განხილვა
11/21/2017
ბავშვთა უფლებები

2017 წლის 4 ნოემბერს ხაჯალიის თემის მოზარდებთან, ბავშვის უფლებათა კონვენციის განხილვა გაიმართა. მოზარდებმა იმსჯელეს სხვადასხვა დარღვეული უფლების შესახებ. ასევე, თუ რა რეაგირება უნდა მოახდინოს მოსწავლეთა თვითმმართველობამ ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში. იმსჯელეს, როგორ უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები.

გრძელდება პარტნიორი სკოლების შერჩევა – Choosing of partner schools

გრძელდება პარტნიორი სკოლების შერჩევა – Choosing of partner schools
10/23/2017
ბავშვთა უფლებები

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა გურიის რეგიონში ახალი პარტნიორი სკოლების შერჩევა დაიწყო. 2017 წლის 19 და 20 ოქტომბერს პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაჯალიის საჯარო სკოლებში.
პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონის 5 თემში ლიდერ პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც საკუთარი თემების განვითარებაზე იმუშავებენ.

„ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ – ,,Teaching Convention on the Rights of Child’’

„ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ – ,,Teaching Convention on the Rights of Child’’
09/25/2017
ბავშვთა უფლებები

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“  ორგანიზაციის პროექტის „ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ (დაფინანასებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ) 2016 წელს გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ სწავლებისთვის,  რომელიც აერთიანებს 16 გაკვეთილს და ანიმაციურ რგოლს, ანიმაციური ფილმები მომზადდა ანიმაციის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.
 წარმოდგენილი 16 ანიმაციური ფილმი ასახავს ბავშვის უფლებათა კონვენციის კონკრეტულ მუხლებს. ფილმები აგებულია რეალურ ისტორიებზე, რომლებიც ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ და რეჟისორულ სცენარებად აქციეს.
მომზადებული ფილმები, ბავშვთა უფლებების კონვენციის შესწავლის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და თემის პოპულარიზაციის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.

აღნიშნული წიგნსა და ანიმაციებს არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ამჯერად მასწავლებელთა სახლის ონლაინ გაზეთიც დაინტერესდა ამ საკითხით, იხილეთ სტატია.

http://mastsavlebeli.ge/?p=14260

„ბავშვთა შრომა და სამართლებრივი რეგულაციები“ ,,Child Labour and legislative regulation’’

„ბავშვთა შრომა და სამართლებრივი რეგულაციები“ ,,Child Labour and legislative regulation’’
06/30/2017
ბავშვთა უფლებები

ბავშვთა შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით გაიმართა სემინარი თემაზე „ბავშვთა შრომა და სამართლებრივი რეგულაციები“. ექსპერტი კოკა კიღურაძე. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ბავშვის ფიზიკური და სოციალური განვითარების საფეხურებზე. ახალგაზრდებმა იმსჯელეს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ბავშვებისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, ძალადობისგან დაცვაზე. განხილულ იქნა კონკრეტული კაზუსი. სადაც ხაზგასმული იყო კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის არსებული განსხვავებები.
სემინარი ორგანიზებულ იქნა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“
„პური მსოფლიოსთვის“ Bread for the World

ბავშვთა უფლებები

ბავშვთა უფლებები
03/22/2017
ბავშვთა უფლებები

ამა წლის 22 მარტს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით ოზურგეთში მულტიკულტურულ კაფეში „რვას+1“ „დამხმარე სახელძღვანელო ბავშვის უფლებათა კონვენციის სწავლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. …Read the Rest

ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე
11/21/2016
ბავშვთა უფლებები

20 ნოემბერი ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეა. ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, აღნიშნული დღე ქუჩის აქციით აღინიშნა. მოზარდებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში …Read the Rest

Bombax Theme designed by itx